ავტორი: flex-Man 2008-09-21 | 1:22 Am | კვირა ნანახია: 120
ბრწყინვალედ განათებული მინის უზარმაზარი კუბი -ეს არის მანჰეტენის
ნათელი წერტილი, უზარმაზარი ცათამბჯენების გვერდით ამაყად მდგარი Apple-ის
ახალი სავაჭრო ცენტრი და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ის
მდებარეობს შუა მანჰეტენში, მეხუთე ავენიუზე, 58 და 59 ქუჩებს შორის. მისი
უცხო და საინტერესო დიზაინი ყველას ყურაღებას იბყრობს, რაც კომპანიისთვის
ძალიან დიდი პიარი და რეკლამაა. ეს მინის კუბი - შენობის მხოლოდ მცირე
ნაწილია, კუბის ცენტრიდან მიწის ქვემოთ მინის უზარმაზარი ხვეული კიბე
ჩადის, სადაც მდებარეობს მთავარი სავაჭრო ცენტრი. შენობის დიზაინი
ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს-Bohlin Cywinski Jackson.
Apples-ს მსოფლიოში სულ 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი აქვს, მაგრამ ეს შენობა მათ შორის ყველაზე დიდი და გრანდიოზულია…
ავტორი: Robaqa 2008-09-19 | 2:33 Am | პარასკევი ნანახია: 132
ყურადღება მოვიპარავ და დავაყენებ ნებისმიერი საიტის დიზაინს! უმაღლეს დონეზე თქვენს UcoZ–ზ საიტებზე! მხოლოდ 1 ლარად! თანხას ვიღებ Emoney–ით! დამიკავშირდით სკაიპით : Nodo_151.
თქვენ მეუბნებით საიტს მე გიყენებთ იმ საიტის დიზაინს!
ავტორი: Robaqa 2008-09-11 | 3:19 Am | ხუთშაბათი ნანახია: 112
დირექტორთა საბჭოზე კონტროლისთვის...
ის ამბები, რაც Microsoft-ისა და Yahoo!-ს ურთიერთობაში ხდება, ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილია. ბოლო ცნობილი ფაქტი იყო ბილ გეიტსის განცხადება, რომ მისი კომპანია უახლოეს მომავალში არ გეგმავდა Yahoo!-ს ყიდვას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდებოდა და დღეს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ამჯერად სიტუაცია Yahoo!-სთვის უფრო რთულადაა საქმე, რადგან საფრთხე "შიგნიდან" მოდის. როგორც ამბობენ, "ციხე შიგნიდან ტყდებაო..."
Carl Icahn - გამოცდილი კაცი დიდი კომპანიების გაყიდვაში
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მილიარდერმა ინვესტორმა Carl Icahn-მა (მისი გვარის ზუსტი ტრანსკრიფცია ჩემთვის უცნობია, ამიტომ, მომიტევეთ თ ქართულად არ ვთარგმნე :-)) Yahoo!-ს აქციების წილი შეიძინა, ახლა კი გეგმავს დირექტორთა საბჭოში თავისი კანდიდატები გაიყვანოს, რომლებიც არჩევის შემთხვევაში დაეხმარებიან მას Yahoo!-ს გაყიდვაში. მყიდველი, რა თქმა უნდა, Microsoft-ი იქნება.
Icahn-ის 10 კაციანი "გუნდის" შემადგენლობაში შედიან: თვითონ ბატონი კარლი, კეის მეისტერი (Keith Meister), მარკ კუბანი (Mark Cuban - Dallas Mavericks-ის მფლობელი), ფრენკ ბიონდი (Frank J. Biondi Jr. - Viacom-ის ყოფილი CEO), ლუსიან ბებჩუკი (Lucian Bebcuk), ჯონ ჩეპლი (John Chapple), ადამ დელი (Adam Dell), ედუარდ მეიერი (Edward Meyer) და ბრაიან პოსნერი (Brian Posner).
წერილში რომელიც როი ბოსტოკის (Roy Bostock - Yahoo!-ს ერთ-ერთი უდიდესი მეწილე) მისამართითაა გაგზავნილი, Icahn-ი ამბობს, რომ "დირექტორთა საბჭო ირაციონალურად მოიქცა და აქციონერების ნდობა დაკარგა. რა თქმა უნდა, Microsoft-ის შემოთავაზება - 33$ ერთი აქციის ნაცვლად, საუკეთესო ალტერნატივა იყო Yahoo!-სთვის. უპასუხისმგებლობა იყო მენეჯმენტის ზედმეტად ოპტიმისტური ფინანსური დაპირებების უკან დამალვა".
იგი უგუნურებად აფასებს იმასაც, რომ დირექტორთა საბჭომ საკითხი აქციონერთა კენჭისყრით არ გადაწყვიტა. Icahn-ის აზრით, კომპანიების გაერთიანება ერთადერთი სწორი ალტერნატივაა - "მე და თქვენს ბევრ აქციონერს სჯერა, რომ Yahoo!-სა და Microsoft-ის გაერთიანება წარმოქმნის დინამიურ კომპანიას, რომელსაც საკმაო ძალა ექნება Google-თან კონკურენციის გასაწევად."
ყურადღება! : ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ |
ავტორი: Robaqa 2008-09-11 | 3:18 Am | ხუთშაბათი ნანახია: 120
შეძლებს Windows 7 იმას, რაც ვერ შეძლო Vista-მ?
როგორც იცით, კორპორაცია Microsoft-ი 2010 წლისთვის გეგმავს ბაზარზე გამოუსვას ახალი ოპ. სისტემა - Windows 7. დღესდღეობით პროექტს ახალი წინამძღოლი ჰყავს სტივენ სინოფსკის (Steven Sinofsky) სახით.
ცოტა ხნის წინ სინოფსკიმ თავის ინტერვიუში CNET-თან, გაამხილა რამდენიმე დეტალი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ.
სტივენ სინოფსკი
პირველ რიგში სინოფსკიმ დადასტურა, რომ "მიკროსოფტი გეგმავს გამოუშვას ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს ბაზარზე გაშვებიდა სამი წლის შემდეგ", თუმცა მან თავი შეიკავა და არაფერი თქვა ბილ გეიტსის განცხადებაზე მაიამიში, სადაც მაიკროსოფტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია Windows 7 2009 წელს ვიხილოთ, თუნდაც Beta ვერსია.
სინოფსკიმ ასევე განაცხადა, რომ Windows 7-ის გრაფიკული ძრავი ახალი იქნება და არ იქნება პირდაპირ კოპირებული Vista-დან.
ყურადღება! : Yahoo! თავს ანებებს Microsoft-თან მოლაპარაკებებს |
ავტორი: Robaqa 2008-09-11 | 3:16 Am | ხუთშაბათი ნანახია: 108
აქციების ფასი კიდევ უფრო ეცემა...
რამდენიმე დღის წინ Yahoo-მ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Microsoft-თან დასრულებულია. Yahoo-ს წარმომადგენლების განცხადებით კვირას, საიდუმლო შეხვედრაზე, MS-მა უარი განაცხადა მთელი კომპანიის ყიდვაზე და გამოთქვა სურვილი, ეყიდა მხოლოდ Yahoo-ს საძიებო პორტალი. Yahoo-ს კი თავისი პორტალი ძალიან ძვირფასად მიაჩნია და, შესაბამისად, MS-ის შემოთავაზება უარყო.
მოლაპარაკებების ჩაშლამ იმოქმედა Yahoo-ს აქციებზეც, რომელთა ფასი 23.52$-მდე დაეცა. და ეს იმ ფონზე, რომ მაიკროსოფტი Yahoo-ს 33$-ს სთავაზობდა ერთ აქციაში თავის დროზე.
Yahoo-ს CEO ჯერი იანგი (ფრთხილად, ჯერი, ფრთხილად... სამსახურის გარეშე არ დარჩე :-))
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ Yahoo-ს აქციონერებმა სარჩელი შეტანეს სასამართლოში დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია, რომ საბჭომ უარყო მაიკროსოფტის 40$ - 1 აქციაში შემოთავაზება. ეს ნიშნავს, რომ MS თითქმის 100%-იან დანამატს უხდიდა Yahoo-ს! როგორც ჩანს, ჯერი იანგსა და დირექტორთა საბჭოს არანაირ ფასად არ სურთ კომპანიის მაიკროსოფტისთვის მიყიდვა.
აქციების ფასის ვარდნა და მოლაპარაკებების ჩაშლა დადებითი მოვლენაა კარლ იკანისთვის (Carl Icahn), რომელიც უკვე საკმაოდ გაბრაზებულ აქციონერებს უფრო ადვილად გადაიბირებს (წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ფლობთ კომპანიის აქციებს, რომლის ფასიც 23$-ია, შესაძლებელი იყო, თქვენ ერთ აქციაში 23-ის მაგივრად 40$ მიგეღოთ და მხოლოდ დირექტორთა საბჭოსა და კომპანიის დამაარსებლის პირადი ინტერესების გამო თქვენ ეს მოგება ვერ მიიღეთ, საინტერესოა ვის მიემხრობოდით? :)). Yahoo-ს აქციონერების ყოველწლიური კრება დაგეგმილია აგვისტოში, სადაც კარლ იკანი აქციონერების დახმარებით შეეცდება გადააყენოს დირექტორთა საბჭო. ზაფხულის ბოლომდე კი, იკანის განცხადებით, ის გეგმავს სერიოზულ წმენდას Yahoo-ში. წმენდას უპირველესად ჯერი იანგი შეეწირება. ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იკანმა მიზანი აისრულა და საბჭოში თავისი გუნდის წევრები მოიყვანა.
მოგესალმებით www.softmedia.tk–ის ადმინისტრაცია! საიტს ესაჭიროება თითოეული თქვენგანის დახმარება და თანადგომა. საიტი ნელნელა წინ მიიწევს და გვინდა რომ უფრო პოპულარული და ბევრის მომცველი გახდეს. ამიტომ თქვენი დახმარებაა საჭირო. საიტის ადმინისტრაციის დიდი თხოვნაა დაეხმაროთ საიტს და თითოეულმა ეთი პოსტი მაინც რომ დადოთ უკვე საიტი გაძლიერდება და რეიტინგით გაიზრდება. softmedia.tk–ის თქვენი იმედი აქვს. თქვენ მხოლოდ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე და შემდეგ ერთი პოსტი მაინც დადოთ და სურვილისამებრ ჩვენ სტატუსს აგიმაღლებთ, რის შემდეგაც მეტი და მეტი უფლებები გექნებათ საიტის მართვისას. წინასწარ დიდი მადლობა… თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ დააკომენტარეთ
”სამშობლოდან” დევნილები, შიდა ქართლივით იავარქმნილმა ”გამომცემლობა
სამშობლომ” შეიფარა. ნაგებობის ფართობიდან გამომდინარე შენობაში შიდა
ქართლიდან დევნილი 1’100 ადამიანი განთავსდა. სრულიადში ნახეთ ასევე ვიდეო ვერსიაც დანარჩენი სრულად ნახვაში
რუსები ტყეების გადაწვას ახალი ენერგიით შეუდგენენ. როგორც კი
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარი ჩაქრა, ოკუპანტებმა სხვა ადგილებზე
მიიტანეს იერიში. საქართველოს უნიკალური მწვანე საფარი განადგურების
პირასაა. მარტო ბორჯომის ტყეების “აღდგენას” 50 წელი დასჭირდება.' დანარჩენი სრულად ნახვაში
რუსები და ოსი სეპარატისტები ზარალის თვლით არიან გართულნი. ასე სწრაფად
რაიმეს დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა აშკარაა საქმე მილიარდებს
ეხება. კოკოითის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ცხინვალის რეგიონისათვის
მიყენებულმა ზარალმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. დანარჩენი სრულად ნახვაში
საღამოს 9 საათზე გორის ქუჩებს უკვე ქართული საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.
როგორც
იტყობინებიან, გორში მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობა ბრუნდება. ბევრმა
მათგანმა აივნებიდან საქართველოს დროშებიც გამოფინა, თუმცა ქალაქის
მყუდროებას საარტილერიო ბაზიდან აფეთქებების ხმა არღვევს. როდესაც
საარტილერიო ბაზაზე სიცოცხლისთვის საშიში ვითარება აღარ იქნება, თბილისდან
ჩასული სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას შეეცდებიან.