რატომ არის სარეაბილიტაციო კურსის გავლა აუცილებელი - 30 სექტემბერში 2008 - SOFTMEDIA.TK
მთავარი » 2008 » სექტემბერი » 30 » რატომ არის სარეაბილიტაციო კურსის გავლა აუცილებელი
რატომ არის სარეაბილიტაციო კურსის გავლა აუცილებელი
6:56 Pm

ცენტრალურ ნერვულ სისტემას შინაგანი ნარკოტიკების (სეროტონინი, ენდორფინი და სხვა) წარმოების უნარი გააჩნია. მათ ორგანიზმი მუდმივად გამოიმუშავებს და ხარჯავს ნერვული სისტემის ფუნქციონირების  პროცესში (ძირითადად სტრესების - უარყოფითი ემოციების “გადასახარშად”). ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე იგივე მექანიზმით მოქმედებენ გარედან შესული ნარკოტიკებიც, დიდი დოზის გამო რამოდენიმეჯერ უფრო ძლიერადაც.  

გარეგანი  ნარკოტიკების ხანგრძლივი პერიოდით მიღების შემთხვევაში შინაგანი ნარკოტიკის (ენდორფინის) წარმომქმნელ ნერვულ უჯრედის მემბრანასთან მოზღვავებული გარედან შესული ნარკოტიკის (ჰეროინის) დიდი რაოდენობა  ამ უჯრედისთვის უარყოფით ოსმოსურ წნევას ქმნის, რის გამოც ენდორფინი ვეღარ გადის უჯრედიდან და შესაბამისად ფერხდება საერთოდ მისი უჯრედშიდა წარმოქმნის პროცესი - თავად გამოიმუშავონ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობა. ანუ ვითარდება ამ სტრუქტურების ატროფია ხოლო მთლიანად ორგანიზმი ნარკოტიკულ იმპორტზე დამოკიდებული ხდება.ნარკოტიკული დამოკიდებულების (“ლომკა”) მოხსნის შემდეგ ორგანიზმი უმრავლეს შემთხვევაში ვერ ასწრებს ატროფირებული შინაგანი სტრუქტურების სრულყოფილ აღდგენას, რის გარეშეც წარმოუდგენელია ნარკოტიკებისადმი ლტოლვის გაქრობა ამიტამაც არის საჭირო ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი.

რეაბილიტაციის დროს ორგანიზმი თავად ცდილობს აღიდგინოს გენოტიპით დაგეგმილი შინაგანი სტრუქტურები, მას ესაჭიროება ხელშეწყობა - ორგანიზმის ფიზიკური ტონუსის აღდგენა და მისი სათანადო დონეზე შენარჩუნება, (ამ დროს ორგანიზმში აღორძინებას იწყებს თითქმის ყველა შინაგან ანტისტრესული სტრუქტურა და ფაქტორი) და ხანგრძლივად პერიოდული მედიკამენტოზური და ა.შ. დახმარება.  

ყოველივე გამომდინარე, ნარკომანიით დაავადებულ პირთათვის აუცილებელია სრულყოფილი სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს მათ ფსიქო-სომატო-სოციალურ მდგომარეობის მდგრადობას. 

კატეგორია: ყურადღება! | ნანახია: 121 | დაამატა: Robaqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]